რუსულმა ძალებმა 2 სარაკეტო და 3 საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის რეგიონში - უკრაინის გენშტაბი

15 თებერვალი 2023, 10:19 541 ნახვა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია რუსული თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. მათ შორისაა ხარკოვის ოლქი გრიანიკოვკა; ნევსკი, კრემენნაია, ბელოგოროვკა, ლუგანსკის რეგიონი; დონეცკის ოლქის ფედოროვკა, ბახმუტ, ივანოვსკოე, ვოდიანოე, პერვომაისკოე, მარინკა, პობედა, ნოვომიხაილოვკა, უგლედარი და პრეჩისტოვკა"- აცახდებენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე განცხადებით, დღის განმავლობაში მტერმა 2 სარაკეტო და 3 საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის რეგიონში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გარდა ამისა, დაფიქსირდა 68 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან, კერძოდ ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში სამოქალაქო ობიექტებზე.

უკრაინის შეიარაღაებულ ძალებში აცხადებენ, რომ სოფელ კრასნაია ზორკაში, რომელიც ყირიმში მდებარეობს, ადგილობრივი კრემატორიუმში რუსული ძალები  დაღუპულებს წვავენ, რითაც დანაკარგის დამალვას ცდილობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი