საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის მხარდაჭერის ფორმატის შეხვედრაზე

14 თებერვალი 2023, 18:01 588 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს შტაბ-ბინაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი