როგორ აღმოჩნდა ბათუმში ზღვაში სანაპიროსთან ახლოს საზღვაო ნაღმი - გამოძიება მიმდინარეობს. სამხედრო ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ ნაღმი შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომს უკავშირდებოდეს, რადგან ომის დაწყებამდე დაინაღმა ყირიმიდან ოდესამდე ზოლი, შტორმის დროს კი მისი მოწყვეტა შესაძლებელია. ასეთი პრეტენდენტები კი როგორც ირკვევა უკვე არსებობს. სპეციალისტებს მიაჩნიათ რომ უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიული წყლების მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. დივერსიას არ გამორიცხავს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე, ის მიიჩნევს რომ მაღალი ალბათობით ნაღმის უკრაინიდან არ შემოსულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით. გამოძიების ფარგლებში, განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები.პოლიციამ უკვე გამოიკითხა თვითმხილველები.