თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 31 700-მდე ადამიანი, სირიაში კი 6 000-მდე პირი.
სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში მე-9 დღეა, გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.