13 თებერვალს უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმა 12 დასახლებულ პუნქტზე-ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 2 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელა, 55 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რომ მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტსკის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი ორი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
„გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ 15 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს. ჩვენმა დამცველებმა ასევე ჩამოაგდეს მტრის ორი - სუ-24მ და სუ-25 ტიპის თვითმფრინავი“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.