მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

14 თებერვალი 2023, 10:04 489 ნახვა

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელსაც თავდასხმისას ნიღაბი ეკეთა, მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.

პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება საღამოს, 20:18 საათზე მიიღო. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ხელისუფლება უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას დარჩენისკენ მოუწოდებენ.  ადმინისტრაციამ კი სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეაჩერა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში