საპარლამენტთაშორისო კავშირში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში

13 თებერვალი 2023, 14:03 525 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს საპარლამენტთაშორისო კავშირში  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში გააცნო.

შალვა პაპუაშვილმა საკუთარ გამოსვლაში  2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ანსამბლეაზე განხილულ საკითხებზე გაამახვილა და საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი