ერდოღანის გადაწყვეტილებას პროფესორ-მასწავლებლები აპროტესტებენ

13 თებერვალი 2023, 14:39 670 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ყველა უნივერსიტეტი ზაფხულამდე  დაიხურება და მათ საერთო საცხოვრებლებში მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს განათავსებენ. სწავლა დისტანციურად გაგრძელდება - აღნიშნა ერდოღანმა.

პრეზიდენტის  ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა  განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა კავშირმა და განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და სტუდენტებისგან საფასურის მოთხოვნა. საბჭო ხელისუფლებას მოუწოდებს რაც შეიძლება  მალე  განაახლოს აუდიტორიებში სწავლის პროცესი, რადგან ასე ილახება ახალგაზრდების  განათლების უფლება.

თურქეთის განათლებისა და მეცნიერების მუშაკთა კავშირის  წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს მრავალი სოციალური დაწესებულება, აშენებულია ათი ათასი ბინა, არის  სასტუმროები, რომელსაც შეუძლია მოემსახუროს მიწისძვრით დაზარალებულებს. 

საბჭო მოითხოვს მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების ყველა უნივერსიტეტის სტუდენტების დროებით  უსაფრთხო რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებში  გადაყვანას  და რაც შეიძლება მალე  სწავლის აუდიტორიებში განახლებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი