სააკაშვილის შესახებ ევროპარლამენტში რეზოლუცია დარეგისტრირდა

13 თებერვალი 2023, 14:13 431 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში რეზოლუციის ტექსტი დარეგისტრირდა. მას კენჭს სტრასბურგში, 2 დღეში უყრიან და ტექსტის საბოლოო ვარიანტიც 15 თებერვალს გახდება ცნობილი.

ცნობილია, რომ რეზოლუციის ერთი ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტიაა , მეორის კი ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი.

ევროპარლამენტის რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა - აცხადებს საკითხის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი