გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის შეტევა 10 დასახლებულ პუნქტზე - უკრაინის გენშტაბი

13 თებერვალი 2023, 10:00 879 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის შეტევა 4 რეგიონის 10 დასახლებულ პუნქტში.

მათივე ცნობით, მტერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს, განსაკუთრებით ცოცხალი ძალით. ის თავის ძირითად ძალისხმევას ამახვილებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.

პარალელურად უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მტერმა 4 სარაკეტო დარტყმა და 85 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. უკრაინაში რუსეთის შემდგომი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპანტები დღეში 800-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს კარგავენ, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის, მომზადებული პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობით. უკრაინული მხარის მტკიცებით, მხოლოდ ბახმუტში ბოლო 24 საათის განმავლობაში , 200-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი