სამხრეთ თურქეთში შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ჩვილი ცოცხალი გამოიყვანეს. ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ორი თვისაა, ჰატაის პროვინციაში, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ 128 საათის გატარების შემდეგ გადაარჩინეს და სამედიცინო დახმარებისთვის ჯანდაცვის გუნდებს გადასცეს.
ასევე მაშველებმა 5 წლის ბავშვი გადაარჩინეს სირიაში. 121 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ კი 70 წლის ქალი ქალაქ ქაჰრამან მარასში.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ორშაბათს სამხრეთ თურქეთში მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 20,937 ადამიანი ემსხვერპლა და 102,388 დაშავდა.უწყვეტად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, მაშველები მაქსიმალურად ცდილობენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაგნონ ნანგრევების ქვეშ.