საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძეს აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროში ეროვნული გვარდიის უფროსმა გენერალმა უმასპინძლა.
მხარეებმა აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროგრამები განიხილეს.