შეხვედრა პარლამენტში

11 თებერვალი 2023, 10:56 586 ნახვა

შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში - პარლამენტის თავმჯდომარემ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს უმასპინძლა. 

გორდან გრლიჩ რადმანს შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესზე მიაწოდა ინფორმაცია.

ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ხორვატიის მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობები დადებითად შეფასდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი