უკრაინამ 61 ცხედარი დაიბრუნა

10 თებერვალი 2023, 17:56 401 ნახვა

უკრაინაში ომის 352-ე დღეა, რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ზაპოროჟიეს დაარტყეს. ქალაქის საკრებულო მდივნის ინფორმაციით, ეს ომის დაწყების ქალაქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. მთელი დღის განმავლობაში, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.  ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ასევე მოსალოდნელი საფრთხის გამო , კიევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. გარდა ამისა, უკრაინამ კიდევ 61 მებრძოლის ცხედრის დაბრუნება შეძლო, როგორ საგანგებო ვითარებაში დაკარგული პირების კომისარი საუბრობს, ცხედრების გადმოსვენება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, უკრაინამ ჯამურად 888 დამცველის ცხედარი დაიბრუნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში