ქართველი მაშველები სტიქიის ზონაში

10 თებერვალი 2023, 14:46 380 ნახვა

სტიქიიდან მეორე დღესვე ჩაერთვნენ  ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში.       

ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანი  გაადარჩენეს, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს.  შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. 

ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაშია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში