ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველმა მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანი გადაარჩინეს - შსს

10 თებერვალი 2023, 11:58 563 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისსამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრისშედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ, - ამის შესახებ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტენსიური და რთული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ქართველ მეხანძრე-მაშველების მიერ ნანგრევებში მოყოლილი სამი ადამიანია გადარჩენილი, მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა.

ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილიცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება.

ამასთანავე, ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანისოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაში. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო დასამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ -მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება“, - აცხადებენ სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი