უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში ქვეყნის დიდ ნაწილში განგაშის სიგნალი ისმოდა. ოკუპანტმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში იერიში კამიკაძე დრონებით მიიტანა.
ოფიციალური პირებისა და ადგილობრივების ინფორმაციით, ირანული დრონები გამოჩნდა მიკოლაივისა და ზაპოროჟიეს ოლქებშიც. აფეთქებების ხმა ისმოდა აღმოსავლეთ დონბასისა და ბახმუტის მიმდებარედ.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე- ღამის განმავლობაში მტერმა 41 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
დაიბომბა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.