შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შორის - მიხეილ ჯანელიძემ და სებასტიან კურციმ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.