დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა 3 სარაკეტო და 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უკრაინის გენშტაბი

09 თებერვალი 2023, 10:24 421 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინეს და 5 მიმართულებით დაიწყეს შეტევა, ისინი ცდილობენ სრული კონტროლი აიღონ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა 3 სარაკეტო და 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია. გარდა ამისა, მტერმა 67 შეტევა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან, კერძოდ, ხერსონის რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

"მტერი, ცდილობს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების სრულ კონტროლს, აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. ასევე კრემენნაიას, ბახმუტის, ავდეევკას რაიონებში"- განმარტავენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის სტელმახოვსკის, ბელოგოროვკის დასახლებების რაიონებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი