პრემიერ-მინისტრი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდა

08 თებერვალი 2023, 17:57 591 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო„საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის“ იმპლემენტაციის დინამიკას. მათივე ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ ძირითადი პროგრამისა და პროექტის შესახებ, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე წელს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე იგეგმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი