თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 10 ათასს უახლოვდება

08 თებერვალი 2023, 14:44 664 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10 ათასს მიუახლოვდა.  თურქეთში 8 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 40 ათასი ადგილობრივი. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ინფორმაციით, დანგრეულია 6 ათასამდე შენობა.

დღეიდან, ძალაშია პრეზიდენტის ბრძანება სტიქიური უბედურების ზონაში - 10 პროვინციაში - 3 თვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. დღეს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სტიქიის ზონაში ჩავა, რადგან ადგილზე გაეცნოს სამძებრო-სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობას.

სირიაში, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 2 ათასზე მეტი ადამიანი. მესამე დღეა მაშველები ცდილობენ  მიაღწიონ  დაზარალებულ რაიონებამდე.

პროცესი გართულებულია, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების  დროულად ჩატარებას  აფერხებს  განადგურებული მისასვლელი გზები,  ცუდი ამინდი და რესურსებისა და მძიმე აღჭურვილობის ნაკლებობა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი