თურქეთსა და სირიაში მთელი მსოფლიოდან მაშველთა ჯგუფები და ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება. თურქეთში სამხრეთ კორეამ 110-ზე მეტი მაშველი, სამედიცინო პერსონალი და ჯარისკაცი გაგზავნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ კორეამ თურქეთს ასევე გამოუყო 5 მილიონი აშშ დოლარის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება.
მაშველების მეორე ჯგუფი გაგზავნა თურქეთში ტაივანმა. ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაემგზავრა თურქეთი მიმართულებით.