თურქეთის ისქენდერუნის პორტში ძლიერი ხანძარია.მედიის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, სტიქიის ზონისკენ, სადაც მიწისძვრა მოხდა, მიმავალი გემები სხვა პორტებისკენ გადაამისამართეს.
ისკენდერუნის პორტი, რომელიც გაზიანთეპიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 110 კილომეტრში მდებარეობს, მეორე დღეა, იწვის. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრების შემდეგ, გემებიდან კონტეინერები ჩამოიშალა და ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
პორტში ხანძრის გარდა, რეგიონში დაზიანებულია გზები და აეროპორტები, რაც ქვეყანაში კომპლექსურ ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნის