საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა თურქეთში

07 თებერვალი 2023, 19:43 665 ნახვა

სამწუხაროდ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა თურქეთში მიწისძვრას. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ქალი ემიგრაციაში,  სამუშაოდ იყო  წასული.  გარდაცვლილების გადმოსვენების პროცესს თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ართულებს.   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 6 მოქალაქის ადგილსამყოფლის დადგენაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება. როგორც უწყება განმარტავს, საელჩოს ასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა, განსაკუთრებით რთული იყო 20 პირის შემთხვევა, თუმცა მათგან 14 -ის ადგილსამყოფელი დადგენილია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში