თურქეთსა და სირიაში 5 ათას გადააჭარბა გარდაცვლილთა რიცხვმა. მონაცემები ყველა საათში იცვლება. 16400 მაშველი ცდილობს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას და პოვნას.
თურქეთს სამაშველო ოპერაციაში დაეხმარებიან ქართველი მეხანძრე-მაშველებიც, რომლებიც სტიქიის ზონაში უკვე გაემგზავრნენ. ნანგრევების გროვაში ისინი სიცოცხლის ნიშნებს ეძებენ.
რამდენიმე გადარჩენილი რკინაბეტონს ურტყამდა, რათა ამ ფორმით მათთვის ყურადღება მიექციათ და როგორც მაშველებისთვის, ისე ახლობლებისთვის ხმა მიეწვდინათ. ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში არ ყოფილა 1939 წლის შემდეგ. მაშინ სტიქიამ 33 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.
შედარებით ნაკლები ადამიანური დანაკარგი მოჰყვა 1999 წელს მომხდარ მიწისძვრას, ისევ თურქეთში, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები მაშინ უფრო ძლიერი იყო. 78 აფთერშოკი დაფიქსირდა პირველი ბიძგების შემდეგ.
ყველაზე რთული ვითარებაა პროვინცია ჰატაიში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ნანგრევებიდან გადარჩენილების ამოყვანას. სამაშველო ოპერაციაში აქ 2 ათას 80 მაშველია ჩართული. თურქეთში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა.