უკრაინაში ვითარება კვლავ რთულია. ოკუპანტის მიერ ხარკოვში საცხოვრებელ ზონაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ოკუპანტმა ს-300 ტიპის რაკეტა ისროლა.
დაიბომბა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება, ასევე ლიმანის, ბახმუტისა, ავდიივკასა და ზაპოროჟიეს სოფლები.