საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს.
''ბორჯღალოსნები'' ტურნირის მე-14-ედ მოგებას შეეცდებიან და მათი მთავარი მიზანი 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა.
საქართველოს და გერმანიას ისტორიაში ერთმანეთთან 5 შეხვედრა უთამაშია და ყველა მატჩი საქართველომ დიდი ანგარიშით მოიგო.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა როტაციას მიმართა და გუნდში ბევრი დებიუტი იქნება.
"ბორჯღალოსნებისა'' და გერმანიის ნაკრების მატჩი ''ავჭალის სარაგბო სტადიონზე'' 13:00-საათზე დაიწყება.