„მუქარებზე პასუხისას რუსეთი მხოლოდ ჯავშანტექნიკით არ შემოიფარგლება“ - ვლადიმერ პუტინი

03 თებერვალი 2023, 11:13 405 ნახვა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მუქარებზე პასუხისას რუსეთი მხოლოდ ჯავშანტექნიკით არ შემოიფარგლება.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს კვლავ გერმანული „ლეოპარდებით“ ემუქრებიან და ვინც გერმანიას ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და გამარჯვებას ელოდება, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება.

დაამატა, რომ ნაციზმი თავისი თანამედროვე სამოსით რუსეთს საფრთხეს უქმნის, რუსეთს კი მსოფლიოში ბევრი „მეგობარი“ ჰყავს, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში