დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ ლონდონი ორიენტირებულია უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და ტანკების მიწოდებაზე.
რაც შეეხება უკრაინის მოთხოვნას მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნა პრაქტიკული არ იქნება, რადგან უკრაინელ სამხედროთა სწავლებას თვეები დასჭირდება.
ბენ უოლსიც ეთანხმება ამ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ბრიტანული თვითმფრინავების სირთულის გამო უკრაინაში მათი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.