მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საკითხი, რომელზეც ენმ-ში ყველას ერთი პოზიცია აქვს, მაგრამ ახლა უკვე რამდენიმე ბანაკად გაყოფილ პარტიაში საერთო მიზნის მისაღწევად გზას სხვადასხვაგვარად ხედავენ.
მაგალითად, უკვე ბათუმის საკრებულოში ენმ ერთიანი არ არის და ფიქრობენ, რომ რამდენიმე საათის არჩეულმა ლიდერმა არ უნდა ივაჭროს ხელისუფლებასთან.
დაპირისპირება ბოლო რამდენიმე დღეა თვალშისაცემია რეგიონის ოპოზიციონერ ლიდერებს შორის. მაგალითად, ლაშა ზარგინავას გადაცემა ,,მთავარი აჭარაში“ პარტია ''ლელო'' ღიად გააკრიტიკა ენმ-ს ერთ-ერთ ფლანგმა.