ჯაკარტაში მიმდინარე პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელთა მსოფლიო თასზე შეჯიბრება გაიმართა შერეულ წყვილთა შორის, რომელშიც ჩვენს პირველ ნაკრებს პლეი-ოფამდე ერთი ქულა დააკლდა.
ტურნირში ჩვენი ორი დუეტი ჩაება, მათგან შედარებით უკეთ კი პირველი გუნდი გამოვიდა - ლიზი კილაძე-კაკო მოსულიშვილის შემადგენლობით, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 570 ქულა დააგროვა და 18 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მეორე გუნდს - მარიამ ფროდიაშვილი და ცოტნე მაჭავარიანი, მათი ჯამური მონაგარი 566 ქულა და მეათე ადგილია. საქართველოს ნაკრებს მორიგი სტარტი პირველ თებერვალს ექნებათ, როცა ქალებიც და ვაჟებიც გუნდურ პირველობაში გამოვლენ.
იმ ტურნირზე ამ დასახელებულ ოთხეულს ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე დაემატებიან.