რუს მოჭადრაკეებს ევროპის ჭადრაკის კავშირიდან რიცხავენ

31 იანვარი 2023, 11:01 511 ნახვა

მას შემდეგ, რაც რუსული სპორტი უკრაინაში ომის გამო თითქმის სრულ იზოლაციაშია, ფეხბურთში და კიდევ სხვა სახეობებში, რუსები კონტინენტის გამოცვლაზე დაფიქრდნენ. საუბარია ევროპიდან აზიაში გადასვლაზე. მართალია, ჯერ სპორტის არცერთ სახეობაში ეს არ მომხდარა, მაგრამ უახლოეს მომავალში პირველი პრეცედენტი ჭადრაკში დაფიქსირდება.

ევროპული ჭადრაკის კავშირმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია 2023 წლის 24 თებერვლიდან რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის მისი რიგებიდან გასვლას ელის.

ევროპული ჭადრაკის კავშირში მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაცია ორ კონტინენტურ ორგანიზაციაში ვერ იქნება, ამიტომაც მან „ეი-სი-იუ“-ს რიგები 24 თებერვლისთვის უნდა დატოვოს. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში