ბათუმში, გრიბოედოვისა და კომახიძის კვეთასთან ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით საამქროში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათამდე ბრიგადა მუშაობდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.