იერუსალიმში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, დაშავდა ორი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი გახსნა 13 წლის მოზარდმა, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.
ცნობისთვის, გვიან ღამით იერუსალიმში სინაგოგასთან სროლის დროს 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ისრაელის პოლიციამ კი თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი 42 პირი დააკავა.