არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს უმასპინძლა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძისა და აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალნუაიმის შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
განიხილეს ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივასა და პოტენციალზე.
შეხვედრაზე აღინიშნა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვის ზრდის დინამიკა.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას და დაიგეგმა სამომავლო გეგმებიც.