კრწანისში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აშენდება. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი.
თავდაცვის სამინისტრო კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარს დახარჯავს.