დაუშვებენ თუ არა ოლიმპიადაზე რუს სპორტსმენებს?

26 იანვარი 2023, 13:50 457 ნახვა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ იმ რუსი სპორტსმენების დაშვებას, რომლებიც არ ემხრობიან უკრაინაში რუსულ აგრესიას.

„მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც სრულად იცავენ ოლიმპიურ ქარტიას. კერძოდ ეს ნიშნავს:

პირველი – კონკურენციის საშუალება ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამშვიდობო მისიას და მხარს არ უჭერდა უკრაინაში წარმოებულ ომს.

მეორე – მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებიც სრულად იცავენ მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსს და ყველა შესაბამის ანტისადოპინგო წესს, ექნებათ მონაწილეობის უფლება“, – წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი