გერმანიის მთავრობა უკრიანას „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 14 ერთეულ ტანკს გადასცემს. შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის მთავრობის სხდმაზე გააკეთა.
„კანცლერმა ოლაფ შოლცმა ოთხშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდას. მისივე განმარტებით, ფედერალურმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლეოპარდ 2-ის მთავარი საბრძოლო ტანკები მიაწოდოს" - ნათქვამია განცხადებაში.
ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილებით, პარტნიორ ქვეყნებს ასევე ექნებათ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესაძლებლობა.