ბელორუსის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავების აფრენის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ბელორუსის სამხედრო ბაზიდან აფრინდა „ა-50უ“-ს ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რადიოლოკაციური აღმოჩენის და მართვის თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები თავდასხმის სამიზნეების განსაზღვრისთვის იყენებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელორუსში ჰაერში გაუშვეს შორი დისტანციური სარადარო თვითმფრინავი, ესკორტის გამანადგურებელი და „მიგ-31კ“-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავები.