უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს მოკავშირეები სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად თანამედროვე ტანკების მიწოდების გადაწყვეტილების მისაღებად.
იმის მიუხედავად, რომ ბერლინი და ვაშინგტონი ტანკების მიწოდების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ, მედია ირწმუნება, რომ გერმანია უკრაინაში ლეოპარდ-2 ტიპის ტანკებს გაუგზავნის და სხვა ქვეყნებსაც მისი წარმოების ამავე ტიპის ტანკების მიწოდების უფლებასაც მისცემს, ხოლო შეერთებულმა შტატებმა შეიძლება კიევს მიაწოდოს აბრამსის ტანკები.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი აგრესიის ახალ ტალღას გეგმავს, პირველი ნიშნები უკვე ჩანს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით დონბასის რეგიონში.