ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა.
პოლონურ "ვიძევთან" 2:4 დამარცხების შემდეგ საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მორიგი შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "მალიშევასთან" გამართა და 0:1 დამარცხდა.
35-ე წუთზე ბათუმელებს გოლი ალუშ გავაზაიმ გაუტანა.
გია გეგუჩაძის გუნდი თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.