კალიფორნიაში, ორ ლოკაციაზე სროლის შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შემთხვევა სან ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ჰალფ მუნ ბეიში მოხდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი, 67 წლის კაცი დააკავეს.
სროლა სოკოს ფერმასა და სატვირთო-გადამზიდი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ფერმიდან დაახლოებით ორ მილში მდებარეობს.
შეგახსნებთ, რომ კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში გასულ კვირას მასობრივ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.