ერდოღანმა მომავალი არჩევნების შეცვლილი თარიღი დაასახელა

23 იანვარი 2023, 10:50 442 ნახვა

თურქეთში შემდეგი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს  ჩატარდება. თარიღი პრეზიდენტმა ერდოღანმა დაასახელა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს - ამის შესახებ ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.  მან ბურსაში განაცხადა, რომ ოფიციალურ მოწოდებას 10 მარტს გააკეთებს, რის შემდეგაც თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო არჩევნებისთვის მოემზადება. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს ხმების 50%-ზე მეტს, კენჭისყრის მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

წელს არჩევნები ივნისში უნდა გამართულიყო, მაგრამ მმართველი პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს თვე დაემთხვა ზაფხულს და რელიგიურ დღესასწაულებს, რის გამოც თარიღი შეიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი