რუსული ჯარები კონცენტრირებულნი არიან თავდასხმის განხორციელებაზე ბახმუტის მიმართულებით და წარუმატებლად ცდილობენ შეტევას ზაპოროჟიეს, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბეს სუმისა და ხარკოვის რეგიონების დასახლებული პუნქტები. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის ხუთი საკონცენტრაციო ზონა და საბრძოლო მასალის ორი საცავი დაბომბეს.
ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება ზაპოროჟიესთან დაკავშირებით. ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლობა ამტკიცებს, რომ რუსულმა არმიამ წინ წაიწია და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, უკრაინის მხარე კი რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობას ტყუილს და პროპაგანდის ნაწილს უწოდებს.