უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა - შარლ მიშელი

20 იანვარი 2023, 11:18 542 ნახვა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი არის უკრაინა. შარლ მიშელის თქმით, 24 თებერვალს , როდესაც მას  ვოლოდიმირ ზელენსკი დაუკავშირდა და უთხრა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბური ინტერვენცია დაიწყო,  ეს იყო გარდამტეხი მომენტი.

მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში. ამ დროისთვის ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით უკვე 11 მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო.

მიშელის თქმით, გაყინულია 300 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი