ევროპარლამენტის საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია

19 იანვარი 2023, 13:15 510 ნახვა

ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში ნათქვამია რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია. რეზოლუციაში საუბარია ევროკავშირის მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის , საქართველოსთვის კი ევროპული პერსპეტქივის მინიჭების შესახებ.

„კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც დასავლეთ ბალკანელების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია; კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას გაფართოებისადმი, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და რომელიც ახლა ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია სტაბილურობაში, ძლიერი და ერთიანი ევროკავშირი; მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არის კავშირის საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესებში; მოუწოდებს საქართველოს, ხელშესახებად შეასრულოს კომისიის მიერ შედგენილი და ევროპული საბჭოს მიერ 2022 წლის 23 და 24 ივნისის დასკვნებში დამტკიცებული პრიორიტეტები; მიესალმება კომისიის მიერ გამოცხადებულ ზომებს უკრაინის გასაძლიერებლად, როგორებიცაა ჩვენს შიდა ბაზარზე წვდომა და როუმინგის საფასურის მოხსნა; იმედოვნებს, რომ იგივე ზომები გავრცელდება მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს მიმართ, რომლებსაც თანაბრად სჭირდებათ ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის ძლიერი სიგნალები და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმ ძლიერი დესტაბილიზაციური ძალების გათვალისწინებით, რომლებიც ემუქრებიან მათ დემოკრატიებს.

კიდევ ერთხელ აცხადებს ევროკავშირის ერთგულებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს მათ ძალისხმევას ამ პრინციპების სრულად განსახორციელებლად; ხაზს უსვამს წევრი სახელმწიფოების ერთიანობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას ამ კუთხით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი