ტიბეტში ზვავის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

19 იანვარი 2023, 14:04 364 ნახვა

სულ მცირე  8 ადამიანი დაიღუპა  ზვავის შედეგად, რომელიც  ტიბეტის სამხრეთ-დასავლეთში ქალაქ  ლინჯში ჩამოწვა. ჩინეთის მთავრობამ სტიქიური უბედურების რაიონში სამაშველო ბრიგადა გაგზავნა.

ზვავი მაინლინგის პროვინციასთან დამაკავშირებელ  ავტომაგისტრალზე დოქსუნ ლას გვირაბიდან გამოსასვლელში ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე ჩამოწვა. 

ზვავში გვირაბიდან გამომავალი ავტომობილები მოჰყვა. უცნობია, თუ რამდენი ადამიანია მოყოლილი ზვავში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე 130-ზე მეტი მაშველი და სპეციალური ტექნიკა 28  ერთეული გაგზავნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში