ევროკავშირის ელჩი პარლამენტში შეხვედრებს აგრძელებს. პაველ ჰერჩინსკი საფინანსო-საბიუჯეტო და აგრარულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
ისაუბრეს კომიტეტის საქმიანობასა და ევროკავშირის მე-9 რეკომენდაციაზე,რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება.
პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრები პარლამენტში 16 იანვარს დაიწყო. ელჩი უკვე შეხვდა ადამიანის უფლებათა, ევროინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს.
ორი კვირის ვადაში ის ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდება.