საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

18 იანვარი 2023, 11:56 417 ნახვა

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიუღებლობამ ქართველებში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოქსფორდ იუნიონ-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში რეფორმების ნაკლებობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ქვეყანა უნაკლო არ არის, მაგრამ  პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ "საქართველოს არ აქვს ფუფუნება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე "არა" მიიღოს".

სალომე ზურაბიშვილი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. მისი შეფასებით, ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა მხოლოდ რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში