დნიპროში მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

18 იანვარი 2023, 11:13 498 ნახვა

დნიპროში მრავალსართულიანი სახლის  ნანგრევების დემონტაჟი და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

ცნობილია 45 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 6 ბავშვია. 79-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება, მათ შორის 16-მა ბავშვმა. მთლიანობაში, ამ შენობაში  ათას 700 ადამიანი ცხოვრობდა. შენობაში 230 ბინა დაზიანდა, 72 მთლიანად განადგურდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება ყველა გარემოების გასარკვევად და იმ პირის იდენტიფიცირებისთვის, ვინც მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ამ და სხვა სარაკეტო თავდასხმებში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი